”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სასამართლომ, სარქის აკოფიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული სამივე პირი გაამართლა

სარქის აკოფიანის მკვლელობის საქმეში სამივე ბრალდებულის მიმართ, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში, აღნიშნული საქმე 7 აპრილს დასრულდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებამ მხარეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია, რის გამოც სასამართლოსთან სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. გამართლებულები სასამართლო შენობის უკანა კარიდან გაიყვანეს.

გარდაცვლილი სარქის აკოფიანის ახლობლებმა უკმაყოფილება ღიად გამოხატეს და სასამართლო არაობიექტურობაში დაადანაშაულეს. მათგან განსხვავებით დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ გამართლებულებს აღნიშნულ საქმეში ბრალი არ მიუძღვით.

შეგახსენებთ, რომ  იგიტიანს, კარაპეტიანსა და ნალბანდიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ედებოდათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ავტორები: გიორგი ხმალაძე,  რამაზ ალავიძე, ბექა ზაზაძე.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე