”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

„ტრადიციები და სტერეოტიპები“ – ანა კორძაია–სამადაშვილის საჯარო ლექცია ახალციხეში

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანა კორძაია–სამადაშვილის საჯარო ლექცია „ტრადიციები და სტერეოტიპები’’ ჩატარდა. შეხვედრა სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შედგა, რომელსაც სასწავლებლის ადმინისტრაციის წევრები და სტუდენტები დაესწრნენ.  ლექციის დასრულების შემდეგ, ღონისძიება კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ანა კორძაია–სამადაშვილი ლიტერატურული პრემია „საბა’’–ს ორგზის მფლობელი, მწერალი და მთარგმნელია.

ლექცია პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

პროექტის ხანგრძლივობა ორი წელია და მიზანად, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კოორდინაციის მონიტორინგს, ქალთა როლზე ცნობიერების ამაღლებასა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების  განათლებაზე წვდომას ისახავს . გარდა ამისა პროექტის ერთ–ერთ ამოცანას ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის ცნობიერების ამაღლება და მათი გადამზადება წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე