„საქართველოს განვითარების ფონდი“ ახალციხის მეშვიდე სკოლას ესტუმრა. ფონდის წევრებმა სპეციალური საგნმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს წიგნები და სათამაშოები გადასცეს. როგორც რეგიონული ოფისის ახალგაზრდული მმართველობის უფროსი ედუარდ კიკნაძე აცხადებს, საზოგადოება მსგავსი სახის ღონისძიებებში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.
ახალციხის მეშვიდე სკოლაში, ამ დროისათვის, 31 აღსაზრდელი ირიცხება. როგორც დაწესებულებაში აცხადებენ ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. სკოლის დირექტორის მოადგილის თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებები მათთვის მნიშვნელოვანია.