ევროინტეგრაციის პროცესზე ცნობიერების გაზრდა საქართველოში – თემაზე საჯარო ლექცია სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ახალციხეში გაიმართა. შეხვედრას რუმინული ორგანიზაციის – ,,ევროპული პოლიტიკის რუმინული ცენტრის“ დირექტორი უძღვებოდა. ჩიპრიან ჩიუკუმ იმ გზაზე ისაუბრა, რაც მისმა ქვეყანამ, ევროკავშირში გაწევრიანებამდე გაიარა. საუბარი ძირითადად ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მნიშვნელობას, თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის გამოწვევებსა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას შეეხო. ექსპერტის თქმით, ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა და კორუფციის აღმოფხვრაა. საჯარო ლექციის გამართვის ინიციატივა ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ ეკუთვნის, ორგანიზატორი კი ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი იყო.