”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტში საშტატო ერთეული იზრდება

ახალციხის გამგეობა შტატების გაზრდას გეგმავს. ამ დრომდე გამგეობის 15 წარმომადგენლიდან თანაშემწე მხოლოდ 5 მათგანს ჰყავდა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ერთეულში დამხმარე 13 წარმომადგენელს ეყოლება. ორ სოფელში: საძელსა და ანდრიაწმინდაში მოსახლეობის სიმცირის გამო, მხოლოდ წარმომადგენელი იმუშავებს.  თანაშემწეთა შესარჩევად გამგეობა კონკურსს გამოაცხადებს, მისი საშტატო ანაზღაურება 540 ლარით განისაზღვრება. აღნიშნულ ცვლილებას არ დაეთანხმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.

რიგ საკითხებთან ერთად საკრებულოს დეპუტატებმა კენჭი 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში შესატან ცვლილებას უყარეს.  ამიერიდან სოციალური შეღავათებით ის პირებიც ისარგებლებენ, რომლებსაც ფაქტობრივი მოსახლეობის ტიტული აქვთ. ცვლილების თანახმად,  კატეგორიები რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლოეობა, რეგისტრირებული და ფაქტობრივი მოსახლეობით შეიცვალა.

საკრებულოს დეპუტატებმა  ახალციხის მუიციპალიტეტის სიმბოლიკის შესარჩევი კონკურსის ვადები და თარიღები განსაზღვრეს.  გერბისა და დროშიც შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 1 აპრილს გამოცხადა. მასში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი საკრებულოს აპარატში უნდა წარადგინონ.  კონკური 6 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. 10 მაისს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება, რომელიც წარგენილ ესკიზებს განიხილავს. გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი 17 მაისს გახდება.

31 მარტის საკრებულოს სხდომაზე 9 საკითხი განიხილეს და დეპუტატებმა მის დამტკიცებას კენჭი უყარე. სხდომაზე გატანილი ყველა ცვლილება დამტკიცდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული მეათე საკითხი საკრებულოს წევრებისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში პრიორიტეტების განსაზღვრის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებდა. აღნიშნულის შესახებ ახალციხის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ისაუბრა.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 01/04/2016 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე