დაახლოებით, ორი საათია, რაც ქალაქ ახალციხის მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. კომპანია “ინტერგაზის” დირექტორის თქმით, მიზეზი ავარიული გათიშვაა. ვასილ აბულაძე აღნიშნავს, რომ ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა, 9 აპრილის ქუჩაზე, მიწისქვეშა ცენტრალური გაზსადენი, დაახლოებით, 12:00 საათზე დააზიანეს.მისი თქმით, ადგილზე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი და ქალაქის მოსახლეობას გაზის მიწოდება რამდენიმე საათში აღუდგება.
You must be logged in to post a comment.