შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით არაქართულენოვანი საჯარო სკოლების უფროსკლასელები უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს გაეცნენ.
უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან შეხვედრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიზნით, მათი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მხარეში მოქმედი ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.