”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე მარიამ ჟუჟუნაძე სიმღერით წარსდგება

მაროფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე, ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობას მარიამ ჟუჟუნაძე მიიღებს. გამგეობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხალხური რეწვის ოსტატი, „მარო ბაბო“ აუდიტორიის წინაშე, ამჯერად, მესხური ხალხური სიმღერით წარსდგება.

ფესტივალის მეორე ტური ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, 12 აპრილს ჩატარდება.

მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების გარდა, ფესტივალში მონაწილეობას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენლებიც მიიღებენ.

სამცხე-ჯავახეთთან ერთად მასში ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიც ჩაერთვებიან. ფინალში გადასულებს ფესტივალის ლაურიატის წოდება მიენიჭებათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ტური ახალციხეში 2015 წლის 16 ივლისს გაიმართა. მასში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ფოლკლორის სხვადასხვა სახეობაში მიიღეს. მეორე ტურში კი ის მონაწილეები გადავიდნენ, რომლებიც ჟიურის წევრებმა შეარჩიეს.

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მიზანი, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და მისი წარმოჩენაა

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე