„ევროინტეგრაციის პროცესზე ცნობიერების გაზრდა საქართველოში“ – თემაზე ახალციხეში საჯარო ლექცია გაიმართება. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 2 აპრილს 15:00 საათზე, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ინიციატივითა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდება.
საჯარო ლექციას რუმინეთის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის – ევროპული პოლიტიკის რუმინული ცენტრის დირექტორი და დამაარსებელი ჩიპრიან ჩიუკუ და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე წაუძღვებიან.
ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მნიშვნელობა; თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, მიმდინარე გამოწვევები; ძირითადი რეფორმები: მართლმსაჯულება და საჯარო მმართველობა; ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა.
You must be logged in to post a comment.