ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის შესარჩევი კონკურსი მიმდინარე წლის 1 აპრილს გამოცხადდება. მასში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი საკრებულოს აპარატში უნდა წარადგინონ.
კონკური 6 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. 10 მაისს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება, რომელიც წარგენილ ესკიზებს განიხილავს. გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი 17 მაისს გახდება.
საკრებულოს იურიდიული სამსახურის უფროსის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ სამუშაო ჯგუფი ერთ საუკეთესო ნამუშევარს ვერ გამოავლენს, საკრებულო კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს.
თამარ გოგინაშვილის თქმით, კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, გარდა გამგეობის აღნიშნული სამუშაო ჯგუფისა.
You must be logged in to post a comment.