”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საქართველოს უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები – ტრენინგი სტუდენტებისთვის

საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა 24 მარტს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. მომხსენებელმა, გიორგი გოგუაძემ, თემაზე – საქართველოს ეროვნული უსაფრთოება და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ტრენინგი ჩაატარა.

საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი 2016 წლის თებერვლიდან პროექტს სახელწოდებით ,,VOTE SMART“ ახორციელებს. მისი მიზანი საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესახებ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაა.

პროექტი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული. მასში ახალციხის გარდა, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებია ჩართული. აღნიშნული პროექტი 11 თვის განმავლობაში განხორციელდება. პროექტში მონაწილე ახალგაზრდებისთვის სამომავლოდ საგრანტო კონკურსი გამოცხადდება, რის შემდეგაც 5 საუკეთესო პროექტი შეირჩევა და დაფინანსდება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე