”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“სათნოების სახლი”ფუნქციონირებას განახლებულ შენობაში გააგრძელებს

10930925_1015111351888992_9070537631861418773_n.jpgსათნოების სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  მოეწყო საკანალიზაციო სისტემა და სველი წერტილები. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა სამზარეულოს, სასადილოსა და დამხმარე ოთახს. ასევე, დასრულდა შენობა ნაგებობის სახურავის რეაბილიტაცია, რომელიც პროფილირებული თუნუქით გადაიხურა.

„ სურსათის უვნებლობის მიერ გამოთქმული შენიშვნები ახალციხის მერიამ გაითვალისწინა და უფასო სასადილოში შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია .ის პრობლემა, რომელიც იყო სტანდარტებთან შეუსაბამობაში აღმოფხვრილია“ -აღნიშნავს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ნიუ პროჯექტმა“  შეასრულა, რომელსაც სამუშაოების დასასრულებლად ვადა 25 მარტამდე ჰქონდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის საერთო ღირებულებამ 21 811ლარი შეადგინა.

მერიაში აცხადებენ, რომ „სათნოების სახლი“ ფუნქციონირებას, უახლოეს მომავალში განახლებულ შენობაში გააგრძელებს.

 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე