“მარტი – ქალთა ისტორიის თვე” – ამ სახელწოდებით ახალციხეში ღონისძიებები გრძელდება, მის ფარგლებში ლია ჯაყელმა დოკუმენტური ფილმის ,,რა ვიცი…“ ჩენება გამართა.
ფილმი კახეთის ერთი ოჯახის ცხოვრებასა და ისტორიას ასახავს. მასში მონაწილეობას სოფელში მომუშავე ამერიკელი მოხალისეებიც იღებენ.
რეჟისორის განცხადებით, ფილმი მულტიკულტურულია და გენდერულ ასპექტებზეა მორგებული.
ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ღონისძიებაზე დამსწრე თემის ლიდერმა ქალებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
ღონისძიებას ორგანიზება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა გაუწია.