საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორმა ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა, გოდერძის უღელტეხილის გავლით, უმოკლესი მანძილით აკავშირებს საქართველოს სამხრეთ რეგიონებს აჭარასთან, ბათუმის საზღვაო პორტთან, შავიზღვისპირეთის კურორტებთან და სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქთან.
ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, რკინა-ბეტონის ხიდის მშენებლობა, რკინიგზაზე გადასასვლელის რეკონსტრუქცია და სხვა სამუშაოები.
წყარო: http://1tv.ge/ge/news/view/121774.html
You must be logged in to post a comment.