”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში, XIX საუკუნის ქალების როლზე, საჯარო ლექცია ჩატარდა

თამთა მელაშვილმა, მეცხრამეტე საუკუნის ქალების კულტურულ და პოლიტიკურ ბრძოლაზე ლექცია წაიკითხა. მკვლევარი და ფემინისტი სკოლის მოსწავლეებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საჯარო დისკუსია გამართა.

ღონისძიება “ქალთა ისტორიის თვის” ფარგლებში გაიმართა, რომელიც ყოველი წლის მარტის თვეში, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

მისი მიზანი,უცნობი ქალების ისტორიის საზოგადოებისთვის გაცნობა, მათი წვლილის აღიარება და წარმოჩენაა.

ღონისძიების ორგანიზატორი ახალციხის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრია“

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე