ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში ცხვრის ფარას მგლების ხროვა შეესია. შემთხვევა 25 მარტს, საღამოს საათებში, სოფლიდან, დაახლოებით 200 მეტრში მოხდა.
გამგებლის წარმომადგენლის გიორგი ბლიაძის ინფორმაციით, მწყემსი ფარას სახლისკენ მიერეკებოდა, როდესაც 20–მდე მგელი შენიშნა. გარეულმა ცხოველებმა ერთი ცხვარი იქვე დაგლიჯეს, ორი კი სავარაუდოდ, თან წაიღეს.
სამივე ცხვარი სოფელ ფერსის მკვიდრის მიხეილ გოგოლაურის ეკუთვნოდა, რომელმაც დაახლოებით, 300 ლარამდე იზარალა.
როგორც გიორგი ბლიაძე აცხადებს, ბოლო პერიოდში მგლებს სოფელთან ახლოს ხშირად ამჩნევენ.
You must be logged in to post a comment.