”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენის მხრივ, სამცხე–ჯავახეთი პირველ ადგილზეა

,,იძულებით დაწყებული ბედნიერება“ – რეგიონის მასშტაბით, აქტიურმა ქალებმა, ოჯახში ძალადობასა და იძულებით ქორწინებაზე იმსჯელეს. დასკვნითი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზებით გაიმართა.

მომხსენებლები იურისტი, ფსიქოლოგი, გინეკოლოგი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ. შეხვედრის მიზანი ნაადრევი ქორწინების შედეგების შესახებ, საზოგადოებამდე ინფორმაციის მიტანა იყო.

,,დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ წარმომადგენლებმა, რეგიონში, ამ მხრივ არსებულ მდგომარეობას საგანგაშო უწოდეს. ისინი სახალხო დამცველის კვლევის შედეგებსაც შეეხნენ, რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენის მხრივ, სამცხე–ჯავახეთი პირველ ადგილზეა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე