22 წიგნი რაბათის, 13 საბავშვოს, 20 კი ცენტრალურ ბიბლიოთეკას – ქალაქ ახალციხის სამი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 55 ეგზემპლარით გაიზარდა. მერიამ, თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურაში, 900 ლარამდე გადაიხადა. ადგილობრივი ხელისუფლება ბიბლიოთეკებისთვის წიგნებს ყოველ წელს ყიდულობს. ამჯერად მათ 2015 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული წიგნები მიიღეს. ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ სუბსიდია მცირეა და ამ თანხით საკმარის წიგნებს ვერ იძენენ.
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 47 ათასი წიგნია.