”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საია თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობით დაინტერესდა

„ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში“  – ასე ჰქვია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტს, რომელიც  ორგანიზაციამ რვა თვითთმართველ ქალაქში განახორციელა. პროექტის შედეგები საიამ ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

პროექტის ფარგლებში იურისტები თვითმმართველობის საქმიანობაში, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების ეფექტურობით დაინტერესდნენ. ასევე, შეეცადნენ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც ადგილობრივ დონეზე გამოიკვეთა.

პროექტის მიმდინარეობისას, საიას წარმომადგენლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის გზებზე იმსჯელეს. ასევე, მოხდა რეკომენდაციების შეჯერება, რომელიც შემდგომში შესაძლოა პარლამენტის დონეზე,  სახელმწიფოს შესთავაზონ და საკანონმდებლო ცვლილებები დაიგეგმოს.

პროექტი „ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში“  საიამ NDI-ს მხარდაჭერით განახორციელა.

 

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 25/03/2016 by in საზოგადოება and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე