”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომი ჯომარდობის ევრო–თაისის გათამაშებას უმასპინძლებს

jomardoba2016 წლის მსოფლიო საჯომარდო კალენდარში  ევრო–თასის გათამაშების თარიღი და ადგილი ჩაინიშნა. ჩემპიონატი საქართველოში, კერძოდ კი ბორჯომის ხეობაში,  25–29 მაისს გაიმართება.

ტურნირი მდინარე მტკვარზე, ქალებსა და ვაჟებში 6 კაციანი ნავების კატეგორიაში, მსოფლიო ფედერაციის საყოველთაოდ მიღებული წესებისა და ინსტრუქციის მიხედვით ჩატარდება.

ბორჯომის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის უკვე 12 ქვეყანაა დარეგისტრირებული.

ევრო–თასის გათამაშებისთვის გათვალისწინებულია ფულადი საპრიზო ფონდი.

ღონისძიებას მხარს უჭერენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზროდობის საქმეთა სამინისტრო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე