საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ სამცხე–ჯავახეთში რეგისტრირებული კოოპერატივების წევრებთან შეხვედრა გამართა. 22 მარტს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ასოციაციის წევრებმა, მესხ ფერმერებთან იმ პროექტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ავსტრიის თანამშრომლობის განვითრების ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, სამი რეგიონიდან 10 კოოპერატივი შეირჩევა და დაფინანსდება.