”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მუსხში ბიბლიოთეკისა და ამბულატორიის შენობა რემონტდება

12523982_1104265592958283_4107208597835946448_n.jpgახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში, ბიბლიოთეკისა და ამბულატორიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამგეობაში განმარტავენ, რომ პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება შენობის სახურავი, მოეწყობა შიდა ინტერიერი და მიმდებარე ტეროტორია. ასევე, ეზოში დაიდგმება სკამები და დამონტაჟდება გარე განათება.

შენობაში ოთხი ოთახის მოწყობაა გათვალისწინებული. ერთი ამბულატორიას დაეთმობა, სამი კი ბიბლიოთეკას.

მშენებლობაზე 6 ადამიანია დასაქმებული.

შენობის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს  შპს “მშენებელი–2004” 32 449 ლარის ფარგლებში ახორციელებს.მშენებლობა 18 მაისს დასრულდება.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 23/03/2016 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე