”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მესხეთის თეატრში, სცენისა და გარე კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სცენისა და გარე კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია იწყება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ორიენტირი 2012“. მასთან თეატრის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება დღეს გააფორმა. პროექტის მიხედვით, სცენაზე მთლიანად შეიცვლება ხის იატაკი და აღდგება გარე კანალიზაციის მილი. სამშენებლო სამუშაოები, კომპანიამ 40 დღის ვადაში და 10–წლიანი გარანტიით უნდა შეასრულოს. ამისთვის 20 800 ლარია გათვალისწინებული.
სცენის რემონტისთვის გამოცხადებული ტემდერი რამდენჯერმე ჩაიშალა. სწორედ ამიტომ, 2016 წლის თეატრალური სეზონის გახსნამ დაიგვიანა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე