მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 2016 წლის თეატრალური სეზონი გიორგი სიხარულიძის სპექტაკლით გაიხსნა. 22 მარტს, სცენაზე მაყურებელმა ერთმოქმედებიანი დრამა, ,,სანამ დაგვიძახებენ“ იხილა. სპექტაკლი აფხაზეთის ომის შემდეგ, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მისი პრემიერა 2015 წლის სეზონზე გაიმართა. თეატრი, მარტის თვეში მაყურებელს, კიდევ სამ სპექტაკლს წარუდგენს. 2016 წელს, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი შვიდი პრემიერის გამართვას გეგმავს.