”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთში სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯება

სამცხე–ჯავახეთში სამელიორაციო სისტემის აღდგენა–რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს, რვა მილიონი ლარი დაიხარჯება – აღნიშნულის შესახებ, შპს „საქართველოს მელიორაციიის“ რეგიონულმა დირექტორმა ახალციხეში ვიზიტისას განაცხადა. ვახტანგ გარდაფხაძის ინფორმაციით, წელს მწყობრიდან გამოსული სატუმბი–სადგურების აღდგენა და მაგისტრალური და შიდასამეურნეო ქსელების რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტები ახალციხეში, ასპინძაში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ადიგენში განხორციელდება.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე შპს „საქართველოს მელიორაციიისა“ და მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

ახალციხის გამგებლის ინფორმაციით, თემის მასშტაბით, ოთხი სატუმბი–სადგურისა და ბუნებრივი სარწყავი არხების რეაბილიტაცია იგეგმება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე