”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გურამ ფარცახაშვლის საქმის განხილვა, სააპელაციო სასამართლოში გრძელდება

saxuravebii.avi_000177400სამშენებლო კომპანია „სამცხე XXI”–ს დირექტორის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. დღეს, 18 მარტს მეორე სხდომა გაიმართა. მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს.

გურამ ფარცახაშვილის ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის განმარტებით, მან მტკიცებულებად გამგეობის ყოფილი თანამშრომლების, რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი წარადგინა. მისივე თქმით, ორივე მათგანს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე და დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედებოდათ. მოსამართლემ მათი ბრალეულობა უარყო და სამსახურეობრივი სიყალბე სამსახურეობრივ გულგრილობად გადააკვალიფიცირა.  შედეგად ჩანს, რომ ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის გადახურვისას თანხა არავის მიუთვისებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მომდევნო სასამართლო სხდომა 15 აპრილს ჩაინიშნა, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომპანია „სამცხე XXI”–ს დირექტორს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი, 2015 წლის 19 ნოემბერს გამოუტანა. მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ, გურამ ფარცახაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კომპანიის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

“სამცხე XXI“–ს დირექტორს, გამოძიება 33 400 ლარის ოდენობით, თანხის უკანონოდ  მითვისებას ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის გადახურვის დროს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხე–მასალა უკანონოდ გამოიყენა, რომელიც გამგეობას უსასყიდლოდ ფინანსთა სამინისტრომ გადასცა. გარდა ამისა, სამუშაოებზე გაცილებით ნაკლები მასალა დაიხარჯა, ვიდრე  პროექტში იყო  მითითებული.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 18/03/2016 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე