2017 წლის III კვარტლიდან, მთავრობა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა დაგროვებითი პენსიის არსი განმარტა და აღნიშნა, რომ ეს სისტემა არსებული მინიმალური საბაზისო უზრუნველყოფის გაუქმებას არ გულისხმობს.
“ეს დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსების სისტემას. ეს არის დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან თანადაფინანსებული დაგროვებითი სისტემა, რომელიც მომავალი პენსიონერებისთვის გაცილებით სხვა ხარისხის სიბერეს უზრუნველყოფს. ეს სისტემა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არსებული მინიმალური საბაზისო უზრუნველყოფის გაუმქებას, პირიქით, არსებული საპენსიო უზრუნველყოფა იმოქმედებს დაგროვებითი სისტემის პარალელურად და ინდექსირება საბაზისო სისტემით გათვალისწინებული პენსიების ინფლაციის კვალდაკვალ მოხდება” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
You must be logged in to post a comment.