”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ქართული ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ, საუკეთესო ბანკნოტის ნომინაციაში გაიმარჯვა

12596218_1076284322429671_1203554800_nსაუკეთესო რეგიონალური ბანკნოტის ნომინაციაში “2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტი” ქართული ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ გაიმარჯვა.

დაჯილდოების ცერემონია, ევროპისა და დსთ–ს ქვეყნების მასშტაბით, მიმდინარე წლის 15 მარტს,  ბუქარესტში, ორგანიზაცია HSP Europe™ საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმართა.

ჯილდო ასევე გადაეცა ყაზახეთის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ახალ საიუბილეო ბანკნოტს 20 000 ტენგეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წელს, ნომინაციაზე “2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტი”, წარდგენილი იყო:

ახალი 20 ევრო – ევროპის ცენტრალური ბანკი
შვედური კრონის ახალი სერია – შვედეთის ცენტრალური ბანკი
ახალი 20 000 ფორინტი – უნგრეთის ცენტრალური ბანკი
ახალი 200 შეკელი – ისრაელის ცენტრალური ბანკი
20 000 ტენგე – ყაზახეთის ცენტრალური ბანკი
500 გრივნა – უკრაინის ცენტრალური ბანკი
100 რუბლი საიუბილეო ბანკნოტი – რუსეთის ცენტრალური ბანკი
ბანკნოტების სერია – ბელორუსიის ცენტრალური ბანკი
ლარის განახლებული სერია 20, 50 და 100 ლარი – საქართველოს ეროვნული ბანკი

ნომინაციისთვის წარდგენილი ფულის ნიშნები, მათი დიზაინის, ტექნიკური დახვეწილობის, გამართულობისა და დაცულობის კუთხით არსებული თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით შეფასდა. .

ორგანიზაცია HSP Europe™ საერთაშორისო კონფერენციას ყოვეწლიურად ატარებს , დაცული ბეჭდვის სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით დისკუსიების, პერსპექტივებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სადაც მონაწილებას  ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენლები იღებენ.

გასულ წელს HSP Europe™-ის კონფერენციაზე, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა, 2015 წლის საუკეთესო რეგიონალურ ბანკნოტად პოლონური ზლოტი დასახელდა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე