”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ნინოწმინდაში რეგიონის აგრო–ტურიზმის განვითარების სტრატეგია განიხილეს

12068685_1767952016760218_4264985165616366272_o.jpgნინოწმინდის გამგეობაში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “მერსი ქორფსის” წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის აგრო ტურიზმის განვითარების სტრატეგია წარადგინეს.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, სამცხე-ჯავახეთში აგრო ტურიზმის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით რეგიონში არსებულ რესურსებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ აგრო ტურიზმის განვითარებისათვის მხარეს  ყველა წინაპირობა გააჩნია. ესენია: მრავალფეროვანი ბუნება, სანადირო და სათევზაო ადგილები, ტბები, მდინარეები, საექსკურსიო მარშრუტები, საინტერესო ისტორიული ძეგლები და ტურისტული ობიექტები, ორიგინალური ტრადიციული სამზარეულო.

აგრო ტურიზმის განვითარების სტრატეგია მიმდინარე პროექტის, „ ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისთვის“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით შემუშავდა. მისი მიზანია, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა დაუკავშირდეს ტურიზმს, ისე რომ დაცული იყოს სურსათის უსაფრთხოება, გარემოს მდგრადობა; განმტკიცდეს ტრადიციული ცოდნა და პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს შემოსავლის სტაბილური წყარო გაუჩნდეთ.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 17/03/2016 by in ტურიზმი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე