”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში უმცირესობების პრობლემებზე იმსჯელეს

დაპირისპირებები ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, დეპორტირებული მესხების პრობლემები, ენობრივი ბარიერი – ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლები ადგილობრივი არასამთავროებო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს შეხვდნენ. ისინი რეგიონში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას ერთობლივად შეეცადნენ.

შეხვედრის ორგანიზატორია  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივაა“ , რომელიც ახორციელებს პროექტს „უმცირესობათა უფლებების გაუმჯობესება  სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“.  მისი პარტნიორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ–მესხთა კავშირი“ და ონლაინ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“.

პროექტის მიზანი სტრატეგიული სამართალწარმოების გზით არსებულ პრაქტიკაზე გავლენის მოხდენაა, რომელიც სახელმწიფოში  უმცირესობათა უფლებების დაცვას გააუმჯობესებს.

მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება. მის მიზანს უმცირესობების პრობლემების იდენტიფიცირება წარმოადგენს, რათა შემდეგში აღნიშნული ჯგუფების გარკვეული სახით დახმარება მოხდეს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე