ტარხუნა რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა. აქვს სწორმდგომი, გლუვი ღერო, რომლის სიმაღლე 60—125 სმ აღწევს, ლანცეტა ფოთოლი, პატარა, თეთრი ყვავილები, შეკრებილი სფეროსებრ ყვავილედად. ყვავილობს ივლისს-აგვისტოში. მისი სამშობლო მონღოლეთი და სამხრეთი ციმბირია. გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში ყველაზე უხვად მოჰყავთ თბილისის გარეუბნებში. დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს. იყენებენ მწვანილად, კულინარიაში, ლიქიორის მრეწველობაში, პარფიუმერიაში, საკონსერვო მრეწველობაში. ამრავლებენ ვეგეტატიურად, ბუჩქის დაყოფით ან კალმებით. ჩითილი ირგვება ღია გრუნტში 25 სანტიმეტრის დაშორებით. ტარხუნის ერთსა და იმავე ნაკვეთზე მოყვანა 10—15 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
ტარხუნა მესაჭიროება და ბატონი გიორგის საკონტაქტო ინფორმაცია რომ მომაწოდოთ თუ შიძლება.
LikeLike