ახალციხის გამგეობის მიერ გამოცხადებული ფოტო-კონკურსი ,,ჩემი სოფელი“ დასრულდა. დღეს, 15 მარტს, 7 კაციანმა კომისიამ გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსზე 19 ფოტო იყო წარდგენილი. მათგან საუკეთესოს ტიტული სოფელ ზიკილიაში მცხოვრები ნელი გაჩეჩილაძის ფოტომ მიიღო. II ადგილი ვალის მკვიდრმა ქრისტი ხითარიშვილმა დაიკავა, III ადგილი კი სოფელ მუსხის მკვიდრს ნინო ინასარიძეს ერგო.
I და II ადგილზე გასული ახალგაზრდები ახალციხის გამგებელმა ციფრული ფოტოაპარატებით დააჯილდოვა, ხოლო III ადგილის მფლობელს სიმბოლური პრიზი გადაეცა. საჩუქრებით დაჯილდოვდნენ კონკურსის სხვა მონაწილეებიც.
ფოტო-კონკურსს ორგანიზება კულტურის სამსახურმა გაუწია. სამსახურის უფროსის მაია სხირტლაძის თქმით, მსგავსი სახის აქტივობები ახალგაზრდების წახალისებისათვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ანალოგიური ღონისძიებები მომავალშიც მოეწყობა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფოტო-კონკურსი ერთი თვის წინ გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება 15-დან-29 წლამდე ასაკის პირებს შეეძლოთ. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ფირზე საკუთარი თვალით დანახული სოფელი აესახათ.