დეპუტატი მერის წინააღმდეგ – საქმის განხილვა დასრულდა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში, დღევანდელ პროცესზე, მოწმედ ,,მე–9 არხის“ გადაცემა ,,დიალოგის“ წამყვანი რუსუდან გვარამაძე დაიკითხა. ჟურნალისტმა, მოსამართლისა და ადვოკატების მიერ, 10 დეკემბრის გადაცემის გარშემო დასმულ კითხვებს უპასუხა. დღესვე, ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები წარადგინეს. მოსამართლე გია ბერაია, სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილებას, 23 მარტს გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრისა და ქალაქის მერის დაპირისპირება, 10 დეკემბერს გადაცემა „დილოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა.
გოგოლაურის თქმით, კოპაძემ გადაცემაში მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.