”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ კლდესთან ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

11940686_1073980292660074_1451890182_nახალციხეში, სოფელ კლდესთან, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. 70 წლამდე მამაკაცი ტ.ლ. მსუბუქი მარკის ავტომობილით სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. გარდაცვლილია მძღოლი.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მას პულსი შემთხვევის ადგილზევე აღარ ესინჯებოდა.

ამ წუთებში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოკვლევას აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ძიება სსსკ–ის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

12833436_1073980249326745_1352532924_n

 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე