”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში “ეტალონ–მოსწავლე” თამარ ათოშვილი გახდა

12829531_956930734399898_1235550158417205396_oადიგენის მუნიციპალიტეტში “ეტალონ მოსწავლე” გამოვლინდა.  სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულის ტიტული ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლემ თამარ ათოშვილმა მიიღო.  მან სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ყველაზე მაღალი ქულები დააგროვა.

“ეტალონ–მოსწავლე” ადიგენის გამგეობამ 500 ლარით დააჯილდოვა. მეორე და მესამე ადგილზე გასული ახალგაზრდებისთვის 200–200 ლარი გამოყო, ხოლო “პროექტის მონაწილე ყველა მოსწავლეს მუნიციპალიტეტისგან წიგნი   “საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა გადაეცა.

გამარჯვებული მოსწავლე და კლასის ხელმძღვანელი დააჯილდოვა ადიგენის საჯარო სკოლის დირექციამაც. მათ სკოლამ 200–200 ლარი გადასცა.

ადიგენში “საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი” სოფელ ვარხნის საჯარო სკოლაში ჩატარდა. შეჯიბრს სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ “ეტალონის” ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა.

პროექტ “საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის” ფარგლებში “ეტალონი” საქართველოს ყველა რეგიონს სტუმრობს.

 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე