”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვალის მაცხოვრებლები უპატრონო ძაღლების პრობლემაზე ჩივიან

ვალის მოსახლეობა  უპატრონო ძაღლების პრობლემაზე ჩივის. მაჭარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ცხოველები მათ გადაადგილებაში ხელს როგორც დღის, ასევე ღამის საათებშიც უშლიან. შიშის გამო ქუჩაზე სიარული უჭირს ბავშვებს. ცხოველები გამვლელებს თავს ჯგუფურად ესხმიან.

 

მაჭარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ პრობლემა გლობალურია და მის მოგვარებაზე ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები დროულად უნდა გადადგას. ადგილობრივებმა იცინ, რომ უპატრონო ცხოველების დახოცვა კანონით აკრძალულია, ამიტომ ისინი თვითმმართველობას საკითხის მოგვარების საკუთარ ინიციატივას სთავაზობენ.

უპატრონო ძაღლების პრობლემა ცნობილია სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორისთვის. აკაკი მაჭუტაძე ამბობს, რომ ძაღლების თავშესაფრის  მშენებლობა ძვირი ჯდება, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია.

უპატრონო ძაღლების პრობლემა არა მხოლოდ ვალის, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით დგას. ამ დროისათვის, ქვეყანაში მათთვის საჭირო პირობებით  მხოლოდ რამდენიმე თავშესაფარი ფუნქციონირებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე