”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში 11 ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა

ადიგენის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული 11 ოჯახი  დღეიდან ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარე კორპუსში იცხოვრებს.

ბენეფიციარებს ბინის გასაღები გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ პირადად გადასცა. მათ აღნიშნული ფართი სარგებლობის უფლებით მიიღეს.

შენობას, სადაც ახალი მოსახლეები იცხოვრებენ რეაბილიტაცია 2015 წელს ჩაუტარდა, კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი და გარე ფასადი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 91 779 ლარი გამოიყო.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე