ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მცხოვრებმა ვაჟა ძირკვაძემ პოლონეთიდან ჰოლშტაინის ჯიშის ძროხები ჩამოიყვანა. ერთი სული შინაური ცხოველი ფერმერს 6 000 ლარი დაუჯდა. მაღალი ხარჯების მიუხედავად, ფერმერი დარწმუნებულია, რომ ოთხი სული ძროხა დანახარჯს მოკლე დროში აუნაზღაურებს.