“არ შეიძლება ასეთი ბინძური ხერხებით პოლიტიკაში წინსვლა” -ეს განცხადება გაერთიანებული დემოკრტიული მოძრაობის რეგიონულმა კოორდინატორმა, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ჯიმშერ გოგოლაურის საჩივრის გამო, სამოქალაქო საქმის განხილვაზე დღეს, მოსამართლემ მტკიცებულებები გამოიკვლია. მოსარჩელე მხარემ, სხდომაზე გასული წლის 10 დეკემბერის „დიალოგიც“ განიხილა.
სასამართლო სხდომას „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებიც დაესწრნენ.
„მეცხრე არხთან“ კომენტარი არ გააკეთა ქალაქის მერის ადვოკატმა. თუმცა მან სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარეს, საქმის წარმოების შეწყვეტისაკენ მოუწოდა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 15 მარტს ჩაინიშნა, სადაც მოწმეები დაიკითხებიან, მათ შორის თოქ–შოუ „დიალოგის“ წამყვანი რუსუდან გვარამაძე.
შეგახსენებთ, რომ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრისა და ქალაქის მერის დაპირისპირება, 10 დეკემბერს გადაცემა „დილოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა.
გოგოლაურის თქმით, კოპაძემ გადაცემაში მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.