პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდის“ ახალციხის რეგიონული ოფისის ახალგაზრდული მმართველობის წევრებმა ახალციხელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მათ ცენტრალურ პარკში გამვლელ მანდილოსნებს საჩუქრად ყვავილების თაიგულები გადასცეს. რეგიონული ოფისის ახალგაზრდული მმართველობის უფროსის თქმით, ქალბატონებისთვის დღესასწაულის გალამაზებაში წვლილი ამგვარად შეიტანეს.