”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში “ეტალონის” გამარჯვებული ანა მკოიანი გახდა

ახალციხეში ეროვნული მედიაპროექტის „ეტალონი”–ს შესარჩევი კონკურსი გაიმარათა. ინტელექტუალურ კონკურსში ერთმანეთს ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კონკურსს, მისი უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

მოსწავლეებმა სულ 20 კითხვას გასცეს პასუხი. ერთ საათიანი დაძაბული თამაშის შემდეგ საბოლოო გამარჯვება, მესამე საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა მკოიანმა მოიპოვა, რომელიც 14 მაისს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ „ეტალონის“ ფინალურ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

ახალციხეში შესარჩევი ეტაპი მერიის ორგანიზებით მოეწყო. გამარჯვებულ მოსწავლეს დიპლომი ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ გადასცა.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 08/03/2016 by in საზოგადოება and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე