”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მოხის საჯარო სკოლაში ფილმის – „ახლა საით წავიდეთ“ ჩვენება გაიმართა

12422233_10207495862607394_184553107_o.jpgქალთა კვირეულის ფარგლებში 7 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების ინიციატივით, ფილმის – „ახლა საით წავიდეთ“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ახალციხის კერძო სკოლის „მზექა“–ს მოსწავლეებიც დაესწრნენ.   ლიბანელი რეჟისორის ნადინე ლაბაკის ფილმი კანის ფესტივალისა და სხვა მრავალი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია, რომელშიც გადმოცემულია ომის თემა და მშვიდობის მშენებლობაში ქალის როლს ასახავს. ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მისი შინაარსი განიხილეს.

„კარგია, რომ ამ ფილმს მოსწავლეებმა უყურეს, რადგან მომავალმა თაობამ უნდა დაინერგოს ადამიანთა ურთიერთ სიყვარული და როგორც ვნახეთ ქალის როლი უმთავრესია მშვიდობის დასამყარებლად.“ –  აღნიშნა სოფელ მოხეს საჯარო სკოლის პედაგოგმა თამაზ მიქელაძემ.

ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში,  მოეწყო. მას ორგანიზება ახალციხის ახალგაზრდულმა  ცენტრმა გაუწია.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 07/03/2016 by in განათლება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე