”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 10 პირი დააკავეს

დაკავება.jpgსამართალდამცველებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 10 პირი დააკავეს. საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანის და თურქეთის მოქალაქეები ახალციხის, კარწახისა და ჭარალის ტერიტორიებზე აიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე