”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გიორგი კვირიკაშვილმა წნისში მეცხოველეობის ფერმა დაათვალიერა

8407_229200657424966_6688425022722293702_n.jpgპრემიერმა სოფელ წნისში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებული საერთაშორისო სტანდარტების მქონე ფერმაც დაათვალიერა, რომელიც
„Georgian Business Zone“–მა გახსნა. იგი  წარმოადგენს აგროკომპანიას, რომლის შემადგენლობაშიც  25 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, 150 ჰექტარი საძოვარი, 5 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი, ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე მეურნეობა  რძის გადამამუშავებელი საწარმო და პირუტყვის საკვების მწარმოებელი საწარმო შედის.

კომპანიამ 2015 წელს, იაფი აგროსესხის ფარგლებში, მეცხოველეობის ფერმა გახსნა. საწარმოში დასაქმებულია 45 ადამიანი.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2013-წლიდან დღემდე, გაცემულია 24 301 სესხი 687,912,952 ლარის ოდენობით და 1 572 სესხი 182,130,048 აშშ დოლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში გაიხსნა 131 ახალი საწარმო.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 05/03/2016 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე