”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მუსლიმი და ქრისტიანი თემი, სასაფლაოს საკითხზე შეთანხმდა

ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ, მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის, შეთანხმება შედგა. სოფელ ადიგენში ორივე კონფესიის წარმომადგენლებისთვის ახალი, საერთო სასაფლაო გაიხსნება, რომლის ერთ მხარეს მუსლიმები, მეორეზე კი ქრისტიანები დაიკრძალებიან. სასაფლაოს ორი შესასვლელი ექნება.

ამაზე მხარეები დღეს გამართულ დახურულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელსაც რეგიონის და მუნიციპალიტეტის პირველი პირები, სოფელ ადიგენის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შეხვედრა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მედიისთვის დახურული იყო. შედეგით ყველა მხარე კმაყოფილია.


მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი, სახელმწიფო რწმუნებულმა ორი დღის შემდეგ, შეხვედრის დასრულებისას გააკეთა. აკაკი მაჭუტაძის შეფასებით, ინციდენტი ხელოვნურად მართული და პროვოცირებული იყო.
შეთანხმების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა, მუსლიმმა და ქრისტიანმა მოსახლეობამ ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც საერთო სასაფლაო უნდა მოეწყოს. დღესვე, ყველა მხარემ აღნიშნა, რომ კონფლიქტი ამოწურულია და სოფელ ადიგენში ორი კონფესიის წარმომადგენლების თანაცხოვრება ძველებურად გაგრძელდება. ამაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა მოსახლეობამ აიღო.

1 comments on “მუსლიმი და ქრისტიანი თემი, სასაფლაოს საკითხზე შეთანხმდა

  1. Otar Xozrevanidze
    24/05/2016

    სამარტლიანად გადაწყდა ნამდვილათ

    ყველა კმაყოფილია

    Like

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე