”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში მუსლიმებისა და ქრისტიანების საერთო სასაფლაო გაიხსნება

სასაფლაო.pngადიგენში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად,  მუსლიმებისა და ქრისტიანების საერთო სასაფლაო გაიხსნება.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე ისევ რჩებიან სამართალდამცავები.

სოფელ ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს განიხილავდნენ, თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე