მებაჟე ოფიცრებმა იარაღის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. საბაჟო გამშვები პუნქტის, „კარწახის“, ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ს.ს., რომელსაც ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი – 1 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი, 7 ცალი საბრძოლო ვაზნა და 1 ცალი იარაღის ჩასადები აღმოუჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.
You must be logged in to post a comment.