ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქიას კიდევ ერთი მონასტერი შეემატება. ლიკანში მშენებარე წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძართან მონასტერიც დაფუძნდება, სადაც დედა პარასკევა მონაზვნებთან ერთად იმოღვაწებს.
ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი ბორჯომ–ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ 22 თებერვალს წმინდა გაბრიელის წინდა ნაწილების აღმოყვანების დღეს ჩაატარა.
“ლიკანში იქნება დაფუძნებული წმინდა მამა გაბრიელის სახელობის ტაძარი და ტაძართან დაფუძნდება ასევე დედათა მონასტერი. რომლის წევრიც და წინამძღვარიც მონაზონი დედა პარასკევა იქნება” – განმარტა მეუფე სერაფიმემ.
“ჩვენ აქ სიწმინდეები გვაქვს: მამა გაბრიელის ქუდი, ფეხსაცმელები. მრევლს შეუძლია მოილოცოს სიწმინდეები, რომ ყველაფერი კეთილად იყოს” – აღნიშნა დედა პარასკევამ.
ტაძრის მშენებლობის დასრულებას წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ.
You must be logged in to post a comment.