”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამი ქვეყნის მინისტრმა, კარწახში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი მოინახულა

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თბილისში გამართული სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთი მოინახულეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებს, მაგისტრალის ქართულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეფასებით,  ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც  აზიისა და ევროპის კონტინენტების ერთმანეთთან დაკავშირება მოხდება.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის, ხელს შეუწყობს ტვირთების მოზიდვას და აბრეშუმის გზის პროექტის რეალიზაციას.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე