”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ძლიერი ქარის გამო, ადიგენის 3 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

energoo     ადიგენის მუნიციპალიტეტის 3 000 აბონენტს, ელექტროენერგია მეორე დღეა არ მიეწოდება. ,,ენერგო–პრო ჯორჯიაში” ამის მიზეზად, ძლიერ ქარს ასახელებენ. სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ ერთ–ერთ ფიდერზე საკმაოდ რთული დაზიანებაა, აქ რამდენიმე ანძაა მოტეხილი. ორ ფიდერზე კი დაზიანებები, შედარებით მცირეა.

გიორგი ბალახაშვილის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ. იგი იმედოვნებს, რომ 3 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება, დღეს დაღამოს აღუდგება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე